logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: კომენტარს არ გაძლევთ მანამ, სანამ ამ ტელევიზიების ხელმძღვანელები და სახეები დაკავებული არიან პოლიტიკური დივიდენდების დაწერით
- +

15 ივლისი. 2021. 13:36

 

„კომენტარს არ გაძლევთ მანამ, სანამ ამ ტელევიზიების ხელმძღვანელები და სახეები დაკავებული არიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერით,“ – ასე პასუხობს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვ პირველს“ და „მთავარ არხს“.

 

მისი თქმით, ეს არის ამორალური, უზნეო კამპანია, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერით.

 

„ბოიკოტზე არ მივდივართ, კომენტარს არ გაძლევთ მანამ, სანამ ამ ტელევიზიების ხელმძღვანელები და სახეები დაკავებულები არიან და პოლიტიკურ მოღვაწეობაში შემოდიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner