logo_geo
eng_logo
გერმანიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
- +

15 ივლისი. 2021. 13:42

 

ძლიერი წყალდიდობის შედეგად გერმანიაში სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. 4 ადამიანი ეიფელის რეგიონში დაიღუპა, როცა მათი სახლები წყალმა წალეკა. ჩრდილოეთ ვესტფალიაში კი სტიქიას ორი მეხანძრე ემსხვერპლა.

 

მოსახლეობის დასახმარებლად პოლიციის ვერტმფრენები და ჯარი მუშაობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner