ძლიერი წყალდიდობის შედეგად გერმანიაში სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. 4 ადამიანი ეიფელის რეგიონში დაიღუპა, როცა მათი სახლები წყალმა წალეკა. ჩრდილოეთ ვესტფალიაში კი სტიქიას ორი მეხანძრე ემსხვერპლა.
მოსახლეობის დასახმარებლად პოლიციის ვერტმფრენები და ჯარი მუშაობს.