„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 5-6 ივლისს ძალადობის შედეგად მძიმედ 6 ჟურნალისტი დაშავდა და 53 დაშავებულზე საუბარი საზოგადოებაში არასწორ წარმოდგენას ქმნის.
„ძალადობის ფაქტები იყო, 6 ჟურნალისტი იყო მძიმედ დაშავებული, ორი პოლიციელი იყო მძიმედ, 15 ჟურნალისტს ჰქონდა ზედაპირული დაზიანებები“, - აცხადებს კობახიძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გულისხმობდა ის ამ განცხადებით, რომ 53 ჟურნალისტი არ დაშავებულა, უპასუხა, რომ ეს მეორეხარისხოვანია.
„ეს ყველაფერი ხომ მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ ძალადობა ატარებდა მასობრივ ხასიათს და ესაა მძიმე - ასეთი რამ საქართველოში არასდროს მომხდარა და ამას, ბუნებრივია, სჭირდება ჩაღრმავება. როდესაც ამბობენ 53 შემთხვევას, საზოგადოებას ექმნება წარმოდგენა, თითქოს 53 ჟურნალისტი არის მძიმედ“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.