logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: თუ ტელევიზიის მფლობელი არის ბავშვის მოუნანიებელი, სასჯელარიდებული მკვლელი, მას არანაირი უფლება არ უნდა ჰქონდეს მედია მქადაგებლობაზე
- +

15 ივლისი. 2021. 12:15

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთლის მიერ, 21 წლის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არასრულწლოვანი მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება.

 

მისი თქმით, ქუჩაში დადის ბავშვის მკვლელი, რომელმაც თავისი დანარჩენი სიცოცხლისათვის სისხლიანი ინდულგენცია შეისყიდა.

 

„გასული წლის 30 აგვისტოს, ლისის ტბასთან ტრაგედია დატრიალდა. საპატრულო პოლიციის მანქანამ 12 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა საგზაო/სატრანსპორტო შემთხვევის დროს. სასამართლოზე - საპატრულოს თანამშრომელმა: ა) სრულიად მოინანია ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებული საკუთარი დანაშაული, ბ) უარი განაცხადა ბრალდების მხარესთან სამართლებრივ/პროცესუალურ ოპონირებაზე და გ) უარი განაცხადა საკუთარი ადვოკატის შუამდგომლობა - გირაოზე და აღმკვეთ ღონისძიებად, წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.

 

ამას რატომ ვწერ... არავინ არაა სამწუხაროდ დაზღვეული, არც უბედური შემთხვევის ჩამდენი, არც მისი მსხვერპლი - მსგავსი ცხოვრებისეული ტრაგედიებისგან. მაგრამ - ვინ როგორ მოიქცევა უფლის, საკუთარი თავის და მსხვერპლის ოჯახის წინაშე - ამაშია საქმე. არის ჩადენილი დანაშაულის მთელი რიგი კატეგორია, რომლის ჩამდენს სასამართლო უკრძალავს გარკვეული დროით საპასუხისმგებლო თანამდებობების დაკავებას. არის საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთი სფეროებიც, სადაც მოსახლეობას ტელესივრციდან მორალზე, ჰუმანურობაზე და ცხოვრების ჯანსაღ წესებზე გვმოძღვრავენ. ოღონდ - თუ ასეთი ტელევიზიის მფლობელი არის ბავშვის მოუნანიებელი, სასჯელარიდებული, სულიერად გარყვნილი და უნამუსო - მკვლელი, მას როგორც მინიმუმ არანაირი უფლება არ უნდა ჰქონდეს მედია მქადაგებლობაზე და კანონით, პირდაპირ უნდა ეკრძალებოდეს ეს.

 

მე არ ვარ იურისტი და ვერ ვერკვევი დანაშაულის ხანდაზმულობის კატეგორიებში. მაგრამ! ქუჩაში დადის მკვლელი. ბავშვის მკვლელი. რომელმაც თავისი დანარჩენი სიცოცხლისათვის სისხლიანი ინდულგენცია შეისყიდა. დადიან ამ დანაშაულის თვითმხილველი, უნამუსო ცრუ ჩვენებების მიმცემი არაკაცები. დადის ამ უნამუსო განაჩენის გამომტანი მოსამართლე. და დღესაც - ამ სისხლიანი ხელებითა და ეშმაკზე გაყიდული სულით - თავისი უნამუსო ტელევიზიით ჩვენ მორალზე გვესაუბრებიან. ვატო წერეთელი - how do you sleep at night?“ - წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner