logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: დანაშაულის ჩაფარცხვა მოხდა, საქმის შეკერვა თუ უბრალოდ ხანდაზმული საქმეა და აზრი არ აქვს ამაზე საუბარს, ეს იურისტების საქმეა, მაგრამ დანაშაული ერთია და მეორე მორალი
- +

15 ივლისი. 2021. 12:30

 

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთლის ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმიანება, რის შედეგადაც არასრულწლოვანი მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო წერეთელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

„90-იანმა წლებმა ბევრ ცუდთან ერთად, პრივილეგირებული ელიტა შექმნა. ხალხის ანაბრების ხარჯზე გამდიდრებული ბანკირები, რომლებიც მორალს გიკითხავენ. კრიმინალები, რომლებმაც იარაღი გადადეს, სმოკინგი ჩაიცვეს და ახლა ფერმერებად გვევლინებიან. მამის ჯიბეს ამოფარებული ბიჭები, რომლებზეც კანონი არ ვრცელდებოდა და დღეს ბიზნესმენები არიან. ქართული „ფსევდოლიბერალიზმის“ კლასიკური გაგებაა შეეკედლო მედიას და თუკი შენს მიმართ კითხვები გაჩნდა, შეგიძლია „მედიარეკეტად“ მონათლო. დანაშაულის ჩაფარცხვა მოხდა, საქმის შეკერვა, თუ უბრალოდ ხანდაზმული საქმეა და აზრი არ აქვს ამაზე საუბარს, ეს იურისტების საქმეა, მაგრამ დანაშაული ერთია და მეორე მორალი. ცოდვა ყველამ თავისი უნდა ატაროს და ვერავინ დაძრახავს ამაში, მაგრამ მინიმუმ პასუხი უნდა გასცეს ბატონმა წერეთელმა ამ სიუჟეტში დასმულ კითხვებზე“, - წერს „ფეისბუქზე“ ზურაბ ქადაგიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner