logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში ყველანაირი საშუალება იყო ჩართული
- +

15 ივლისი. 2021. 15:21

 

ზაზა გახელაძის გათავისუფლებას და ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულების საკითხს დეპუტატები ეხმაურებიან.

 

„ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში ყველანაირი საშუალება იყო ჩართული, სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციით დაწყებული, საერთაშორისო პარტნიორების არაფორმალური არხებით, საუბარია საპატრიარქოს საკმაოდ დიდ მონაწილეობაზეც. მათ ყველას მადლობა ეკუთვნის ქართული საზოგადოებისგან“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

 

ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა გუშინ გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართული იყვნენ მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

8 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. პრემიერი ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner