logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაურს 18 ივლისს, რიგგარეშე სესიაზე მოუსმენენ
- +

15 ივლისი. 2021. 15:38

 

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს, 18 ივლისს, რიგგარეშე სესიაზე მოუსმენენ.

 

გომელაურმა მოსმენის თხოვნით პარლამენტს თავად მიმართა. შს მინისტი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებს და დეპუტატების კითხვებს გასცემს პასუხს.

 

როგორც ცნობილია, სწორედ აღნიშნულ საკითხზე შს მინისტრი ოპოზიციამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დაიბარა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner