logo_geo
eng_logo
კასპის მერიაში კასპის პროფესიული კოლეჯის ხელმძღვანელებსა და მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
- +

15 ივლისი. 2021. 15:42

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, კასპის პროფესიული  კოლეჯის ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

 

პროფესიულმა კოლეჯმა საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია უკვე გამოაცხადა, რომელიც 12 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

მერის წარმომადგენლებმა მიიღეს სრული ინფორმაცია კოლეჯის  8 პროგრამის შესახებ: ელექტროობა, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი, ვიზაჟის მომსახურება, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, იატაკისა და ფილის სამუშაოები, სამღებრო სამუშაოების შესრულება, სამკერვალო წარმოება და  შედუღება.

 

კოლეჯის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ახალგაზრდების პროფესიებით დაინტერესების მიზნით, მერის წარმომადგენლებს გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner