logo_geo
eng_logo
ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მრევლმა ნიკუშა ჩოხელის გადასარჩენად საქველმოქმედო ღონისძიება გამართა
- +

21 ივლისი. 2016. 15:37


ნიუ-იორკში მოქმედმა წმინდა ნინოს სახელობის ქართული ტაძრის მრევლმა და ტაძრის წინამძღოლმა მამა ალექსანდრემ (თანდილაშვილი), ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო ღონისძიებების ფარგლებში, გოდერძი ჩოხელის შვილს, ნიკუშა ჩოხელს ფინანსური დახმარება გადასცა.


წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიასთან, უკვე ერთ წელზე მეტია საქველმოქმედო ფონდი ფუნქციონირებს, რომელიც მრევლის მიერ შემოწირული თანხით, საქართველოში, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს ფინანსურ დახმარებას უწევს.


ფონდის საქმიანობას ორგანიზებას, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის" ამერიკა-კანადის ბიუროს კორესპონდენტი ლელა ჭელიძე უწევს.


ცნობილი ქართველი მწერლისა და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის შვილი ნიკუშა ჩოხელი დაახლოებით 5 თვის წინ ავტოკატასტროფაში მოჰყვა.


უბედური შემთხვევა ანანურის გზაზე მოხდა, რის გამოც, ნიკუშა ჩოხელმა სხეულის სერიოზული ტრავმები მიიღო. მის სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო.


რაც შეეხება ნიუ-იორკში მოქმედი წმინდა ნინოს სახელობის ქართული ტაძრის მიერ გაწეულ საქველმოქმედო ღონისძიებებს, როგორც აღვნიშნეთ, მას უკვე საკმაო ხნის ტრადიცია აქვს.


ტაძრის მრევლი დაეხმარა 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს, აგრეთვე იმ მრავალშვილიან ოჯახებს საქართველოში, რომელთა მარჩენლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და ასე შემდეგ.


ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ტაძარი საქველმოქმედო ღონისძიებების გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.


აგვისტოში კი, ტაძრის წინამძღვარი, მამა ალექსანდრე საქართველოს ეწვევა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner