logo_geo
eng_logo
„Check in Georgia“-ს ფარგლებში „მილანის ბალეტი“ „სამეფო ნაციონალურ ბალეტთან“ ერთად ბათუმში კონცერტს გამართავს
- +

21 ივლისი. 2016. 15:38


2 სექტემბერს, „Check in Georgia"-ს პროექტის ფარგლებში იმართება „სამეფო ნაციონალური ბალეტისა"და „მილანის ბალეტის" გალა-კონცერტი... დიდი საგასტროლო მოგზაურობის შემდეგ, მხოლოდ ერთი დღე მილანის ბალეტი, ვერსაჩეს სახლის ექსკლუზიური კოსტიუმებით, ეწვევა ბათუმს და „სამეფო ნაციონალურ ბალეტთან" ერთად 2 სექტემბერს ბათუმის კორტებზე გამართავს უპრეცედენტო ერთობლივ გალა-კონცერტს.


გალა-კონცერტის პროგრამაში შესულია ქრთული, იტალიური, ფრანგული და მსოფლიოს ხალხთა ცნობილი ქორეოგრაფიული დადგმები. ასეთი ტიპის გალა-კონცერტი უკვე გაიმართა იტალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, და ახლა მხოლოდ ერთი დღით იმართება ბათუმში!


გალა-კონცერტში შესულია მსოფლიო საცეკვაო ჰიტები როგორც ქართული, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წარმატებული საცეკვაო შოუებიდან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner