logo_geo
eng_logo
ევროკავშირი უნგრეთსა და პოლონეთს LGBTQ თემის დისკრიმინაციისთვის სასამართლოში უჩივის
- +

15 ივლისი. 2021. 18:55

 

„ევროკომისიამ უნგრეთისა და პოლონეთის ზოგიერთი რეგიონის წინააღმდეგ ლგბტქ თემის დისკრიმინაციის გამო სამართლებრივი დავა დაიწყო,“ - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

კომისიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ლგბტქ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას კრძალავს. პოლონეთში კი 100-ზე მეტმა რეგიონმა თავი „ლგბტქ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად" გამოაცხადა, რამაც ბლოკში კრიტიკა გამოიწვია.

 

„ევროპა არასდროს დაუშვებს ჩვენი საზოგადოების ნაწილის სტიგმატიზაციას. თანასწორობა და ღირსებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ევროკავშირის ძირითადი ფასეულობებია. კომისია გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ამ ღირებულებების დასაცავად“, - ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

უნგრეთსა და პოლონეთს საპასუხოდ ორი თვე მიეცათ.

 

ევროკომისიას უფლება აქვს, გამოიყენოს სამართლებრივი ზომები წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, თუ თვლის, რომ ისინი არღვევენ ბლოკის კანონებს. ამ პროცესმა საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს დიდი ჯარიმების დაწესება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner