„ჩვენ ვიცით, რომ ოპოზიციის ძალიან დიდმა ნაწილმა მართლაც ამბიციურ და საუკეთესო საარჩევნო კოდექსს მხარი არ დაუჭირა. ზოგიერმა საერთოდ განხილვებშიც კი არ მიიღო მონაწილეობა, რადგან მათი პოზიცია და პოლიტიკური პლატფორმა არ არის დაკავშირებული რაიმე დემოკრატიული პროგრესისა და ცვლილებების განხორციელებისკენ“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის პოლიტიკური პლატფორმა იყო და რჩება პროვოკაცია და პრორევოლუციური სიტუაციების შექმნა.
„გამომდინარე აქედან, მათ თვითონ ფუნდამენტს - კანონს არ დაუჭირეს მხარი და ბუნებრივია, მათთან რაიმე რეალური კონსენსუსის მიღწევა არ იქნება რეალისტური“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.