logo_geo
eng_logo
თურქეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა
- +

15 ივლისი. 2021. 20:12

 

თურქეთში, ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერები გამოიწვია. თურქული მედიის ცნობით, სტიქიას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი, დაკარგულად ითვლება.

 

სტიქიამ თურქეთის რიზეს პროვინცია დააზარალა, სადაც რამდენიმე სახლი დაინგრა, დაზიანდა გზები. რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

 

მედიის ცნობით, წყალდიდობამ წალეკა ავტომობილები და რამდენიმე სახლის ნგრევა გამოიწვია. ნიაღვარმა გაანადგურა ნათესებიც.

 

ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, რეგიონში სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს, რომლებიც დაკარგულ 2 ადამიანს ეძებენ. მისივე თქმით, სტიქიის გამო ათობით სოფელი გარესამყაროს მოწყდა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანის სახლებიდან ევაკუაცია განხორციელდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner