logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნახევარზე მეტს ხელი დღემდე არ მოუწერია 19 აპრილის შეთანხმებისთვის - ისმის კითხვა: ვინ დაარღვია შეთანხმება?
- +

15 ივლისი. 2021. 20:25

 

“9 საარჩევნო სუბიექტიდან 19 აპრილის შეთანხმებას მხოლოდ ექვსმა სუბიექტმა მოაწერა ხელი: „ქართული ოცნება“; „ევროპელი სოციალისტები“; „მოქალაქეები“; „ლელო“; „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

“სხვათა შორის, ოპოზიციური დეპუტატების ნახევარზე მეტს ხელი დღემდე არ მოუწერია და არც დაპირებული დეპოლარიზაცია ჩანს ჰორიზონტზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვასრულებთ შეთანხმებას. ეს ისე, ცნობისთვის.

 

ამ 6-დან 3 სუბიექტი „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“ მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში. ისმის კითხვა: ვინ დაარღვია შეთანხმება?”, - წერს პაპუაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner