logo_geo
eng_logo
საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
- +

15 ივლისი. 2021. 21:36

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღემდე ემუქრება საფრთხე და თუ ბრალდებულის მიმართ არ იქნება გამოყენებული პატიმრობა, ეს ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას.

 

პროკურატურის პოზიციას არ დაეთანხმა თავად ბრალდებული.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner