logo_geo
eng_logo
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
- +

15 ივლისი. 2021. 22:12

 

სომხეთი აზერბაიჯანს ყარაბაღთან დაკავშირებით სამმხრივი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შუშაში მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სტეპანაკერტის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ განცხადება მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენმა გეღამ სტეპანიანმა გააკეთა.

 

სტეპანიანის განცხადებით, ინფორმაცია მომხდარის შესახებ რუს სამშვიდობოებს გადაეცათ. მანვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარე ბოლო დღეების განმავლობაში სულ უფრო მეტად არღვევს ყარაბაღთან დაკავშირებულ შეთანხმებას, რისი მიზანიც ადგილობრივი მოსახლეობის დაშინება, შიშის და დაძაბულობის ატმოსფეროს ფორმირებაა.

 

ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც, რომელიც 15 ივლისს ადგილობრივი დროით 14:15 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბასარქეჩარსკის რაიონიდან აზერბაიჯანის ქელბაჯარის რაიონის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება.

 

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგე მხარის ქმედებების საპასუხოდ, გაიხსნა საპასუხო ცეცხლი. უწყების ინფორმაციით, დაღუპულები და დაჭრილები არ არიან.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner