logo_geo
eng_logo
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არეულობის შედეგად 117 ადამიანი დაიღუპა
- +

16 ივლისი. 2021. 00:40

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არეულობის შედეგად 117 ადამიანი დაიღუპა. არეულობებში მონაწილე 1 400-ზე მეტი პირი პოლიციამ დააკავა.

 

შეტაკებები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კვაზულუ-ნატალის პროვინციაში 9 ივლისს დაიწყო და მეზობელ პროვინციებში გავრცელდა. მომხდარის მიზეზი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას მომხრეები არიან, რომლებმაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის დაკავების შემდეგ, გზების გადაკეტვა დაიწყეს.

 

როგორც პოლიციაში აცხადებენ, ამჟამად ქვეყენაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

 

ამასთან, წესრიგის დასაცავად მობილიზებულია 25 000 სამხედრო.

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი პოლიციას თავად ჩაბარდა. ის 8 ივლისს გადაიყვანეს ციხეში. ჯეიკობ ზუმას სასამართლოს განჩინების შეუსრულებლობასა და კორუფციაში ედება ბრალი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner