logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ბოკერიას ჩამოშლილი პარტია ისევ უშედეგოდ ცდილობს საკუთარი მიმდევრებიც კი შეცდომაში შეიყვანოს
- +

16 ივლისი. 2021. 01:26

 

“ბოკერიას ჩამოშლილი პარტია, ოქსიმორონული სახელწოდებით "ევროპული საქართველო" ისევ უშედეგოდ ცდილობს საკუთარი მიმდევრებიც კი შეცდომაში შეიყვანოს, რომ თითქოსდა საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში აღარ არსებობს”, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოცილურ ქსელში წერს.

 

“სხვა განზომილებაში მცხოვრები 'ლუზერი' სექტანტებისთვის აზრი არ აქვს იმ მრავალრიცხოვანი საერთაშორისო წარმატებების შეხსენებას, რასაც 2012 წლის შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. არ ხედავენ, ტრაგიკომიკურად აიგნორირებენ. მათ ხომ თუნდაც აპოლიტიკურ სპორტში ანდა კულტურაში საქართველოს წარმომადგენელთა მიღწევებიც არ უხარიათ, რადგან თავად არ არიან ხელისუფლებაში და ეს ხომ მხოლოდ მათთვის და არა საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, აპოკალიპტური სურათია?

 

შეგახსენებთ, რომ ამ ფსევდო-ევროპული პარტიის გამომრჩეულ მავნებელთა შორის ირიცხებიან: გიორგი კანდელაკი, 2008 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N 1633 რუსეთისადმი კაპიტულატურ რეზოლუციაზე ერთ-ერთი ხელმომწერი. ის ორმაგსტანდარტიანი კანდელაკი, რომელიც წლების წინ, თანასექტანტებთან ერთად, ბრიუსელის დერეფნებში დარბოდა და იხვეწებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოსთვის არ მიეცათ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა; სერგი კაპანაძე, რომელიც საქართველოს კასეტური ბომბების გამოყენებაში ადანაშაულებს აგვისტოს ომის დროს და სხვა არაერთი ტრაგიკომიკური, პოლიტიკური პარაზიტი, რომელთა ხელისუფლებაში მობრუნება სრული ნონსენსია”, - წერს აბაშიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner