logo_geo
eng_logo
ლადო კახაძე: ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო პრაიდის ჩატარება
- +

16 ივლისი. 2021. 01:45

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში „თბილისი პრაიდზე“ საუბრობს.

 

„ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო პრაიდის ჩატარება. 5 ივლისისთვის გახლდათ მზაობა, პოლიცია მობილიზებული ყოფილიყო და უცბად ხდება დაპირისპირება აბსოლუტურად სულ სხვა სამყაროსთან. დღესაც ჩემთვის აუხსნელია, ვის აწყობდა ეს. ორივე მხარემ გააკეთა ქვეყნის საზიანო ქმედება და ვინ დაიწყო, ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, პროვოკატორი პროვოკატორია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ჟურნალისტებზე ვინც ხელი აღმართა, ის არის ქვეყნის მტერი, სტაბილურობისა და ქრისტიანობის მტერი, ჩაიდინა უღირსი საქციელი“, - ამბობს კახაძე.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner