პროექტ „Check in Georgia"-ს ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი გრძელდება. 21 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში კონცერტს ლეგენდარული ჯგუფი „პროდიჯი" გამართავს. ბათუმის ჩოგბურთის კლუბი 20:00 საათიდან გაიხსნება.
ინგლისურენოვანი ელექტრონული მუსიკის ჯგუფი „პროდიჯი" (THE PRODIGY) 1990 წელს ჩამოყალიბდა. მისი ამჟამინდელი წევრები არიან ლიამ ჰაულეტი (Liam Howlett, კლავიში, სიმღერების ავტორი), კით ფლინტი (Keith Flint, მოცეკვავე, ვოკალისტი), ლეო კრებტრი (Leo Crabtree, დრამი), რობ ჰოლიდეი (Rob Holliday, გიტარა), მაქსიმი (Maxim Reality, MC, ვოკალისტი), ლიროი თორნჰილი (Leeroy Thornhill, მოცეკვავე, კლავიში). ჯგუფის მუსიკალურ რეპერტუარში სხვადასხვა ჟანრის მუსიკაა, მათ შორის, ელექტრონული და როკ-მუსიკა. „The Prodigy"-მ მსოფლიო აღიარება გამოჩენისთანავე მოიპოვა. ჯგუფი ითვლება ბიგ-ბიტის პიონერად, რომელმაც 1990-2000-იან წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია. კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს მრავალი მუსიკალური ჯილდო, ჯგუფი ორჯერ იყო ნომინირებული „გრემიზე".
ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი 15 ივლისს 27 „გრემის" მფლობელის, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ჯაზის მუსიკოსის ქუინსი ჯონსის პროექტით - QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS (feat. Richard Bona, Alfredo Rodriguez, Jacob Collier) გაიხსნა; 16 ივლისს ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ფილმის „Miles Ahead" პრემიერა და „მაილს ელექტრიკ ბენდის" კონცერტი; 17 ივლისს კი ქართველი მსმენელების წინაშე მის ლორენ ჰილი წარდგა. ჯაზ-ფესტივალი 24 ივლისს დაიხურება.
საიუბილეო, რიგით X ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მონაწილეობენ. კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება.
2016 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS, JAMIE CULLUM, MACY GREY, „THE PRODIGY", Ms. Lauryn Hill, MILES ELECTRIC BAND, NIK WEST და Chris Brown. ფესტივალის ფარგლებში, კლუბში „Take Five" შედგება MACY GRAY DJ SET; გაიმართება NIK WEST-ის, DJ LOGIC & Friends -ის და ასევე, ქართველი მუსიკოსების კონცერტები.
ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ, უფასოდ დაესწრონ „BRASS BAND"-ების კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, უცხოელი შემსრულებლების გარდა, ბათუმის კოლონადებთან კონცერტებს ქართული ჯაზ-ბენდებიც გამართავენ.
ფესტივალის პროგრამა:
ფესტივალის წარმდგენი:
მხარდამჭერები:
ფესტივალის ოფიციალური გამაგრილებელი სასმელი:
მედიამხარდამჭერები:
ფესტივალის ორგანიზატორი: