„ქედს ვიხრი ლექსო ლაშქარავას ნათელი სულის წინაშე“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„ქედს ვიხრი ლექსო ლაშქარავას ნათელი სულის წინაშე, მაგრამ ახლა ქვეყანაში ყველა მიზეზი გამოყენებული იქნება ხელისუფლებაზე დასარტყმელად, ეს არის დაკვეთა. ეს პროვოკაციაა და მის სულს იყენებენ. არ შეიძლება გარდაცვლილი ადამიანით ვაჭრობა, ეს მიუღებელია. როცა პრეზუმფციას არღვევ, იმ ადამიანის მიმართ გამოძიების შედეგები ჯერ დამდგარი არ არის და ადანაშაულებ ხელისუფლებას, ეს არის საშინელება. მომხდარი ქმედება დაგმობილია ცალსახად, მაგრამ როდესაც ამას პოლიტიკურად იყენებ, ეს ცუდია“, - ამბობს პარლამენტის წევრი.