“სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაზე გადავიდნენ. მთელ მოსახლეობას და ქვეყანასს ებრძვიან. სახელმწიფოს დახმარება შეუწყვიტეთო. უფსკრულში რომ გადავიჩეხოთ, დახმარება მაინც არ გვიშველისო”, - წერს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
“ნუ "ინერვიულებთ", არ გადავიჩეხებით. წლევანდელი ბიუჯეტი, მიუხედავად პანდემიისა, დაგეგმილთან შედარებით, 1 მილიარდ 174 მილიონი ლარით იზრდება.
უფსკრულში ვინ გადაიჩეხება, არჩევნები გამოაჩენს. მთლად დაკარგეს კლასი. არა, მავნებლობის, ნეგატიური დღის წესრიგის და საბოტაჟის კვალიფიკაციას ინარჩუნებენ.
მერე უკვირთ, რატომ არ მომწონს მთელი ოპოზიცია. პირადს გარდა, რის დასაწერად ვერ მოვიცალე, ასეთი განცხადებებიც და ქვეყნის წინააღმდეგ საერთაშორისო არენაზე ომიც საკმარისია.
ადრე ვამბობდი, რომ მესამე დაძა იყო საჭირო. ვცდებოდი, ქვეყანას, ნორმალური განვითარებისთვის, მეორე, ხელისიფლების საპირწონე ძალა სჭირდება”, - წერს სალუქვაძე.