logo_geo
eng_logo
ახალი სასწავლო წლიდან ზუგდიდში დამატებით ხუთი სკოლა სრულად რეაბილიტირებული იქნება
- +

16 ივლისი. 2021. 10:10

 

 

ახალი სასწავლო წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დამატებით ხუთი სკოლა სრულად რეაბილიტირებული იქნება. სკოლებში მიმდინარე სამუშაო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებული სოფელ ჯიხაშკარის მეორე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

 

ჯიხაშკარის სკოლის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და პროექტის ღირებულება სამ მილიონამდე ლარია. არსებული პროექტი ითვალისწინებს სკოლის სრულ რეაბილიტაციას, შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობას, სველი წერტილებისა და კომუნიკაციების მოწყობას და შენობის ადაპტირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ჯიხაშკარის სკოლაში ეწყობა სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი.

 

პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გარემონტებულ და კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღონ განათლება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner