logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: დღეს „ფაიზერზე“ ყველა ადგილი შევსებულია - ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად დიდია მოლოდინი ამ ვაქცინის მიმართ
- +

16 ივლისი. 2021. 10:40

 

 

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, „ფაიზერზე“ მოთხოვნა დიდია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მოსახლეობა მას ენდობა.

 

„დღეს ყველა ადგილი შევსებულია და ყველა რეგიონში, შვიდივე დაწესებულება, სადაც დღეს შესაძლებელია, ჩატარდეს „ფაიზერით“ ვაქცინაცია, მთლიანადაა შევსებული. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდია მოლოდინი „ფაიზერის ვაქცინის მიმართ და რამდენად მზადაა მოსახლეობა, სწორედ „ფაიზერის“ ვაქცინით ჩაიტაროს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

რეგისტრირებული 12 ათასი მოქალაქის „ფაიზერით“ აცრა დღეიდან იწყება. დოზები საქართველოს მასშტაბით სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე შვიდ კლინიკაში გადანაწილდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner