საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 516-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 653 პირს დაუდასტურდა, 466 პაციენტი გამოჯანმრთელდა.