logo_geo
eng_logo
ესპანეთის სასამართლომ ლოქდაუნი არაკონსტიტუციურად ცნო
- +

16 ივლისი. 2021. 11:31

 

 

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ლოქდაუნი, რომელიც მთავრობამ 2020 წლის 14 მარტს გამოაცხადა, ნაწილობრივ არაკონსტიტუციურად ცნო, რაც ნიშნავს, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც შეზღუდვის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ, გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ. ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.

 

უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას მთავრობას პარლამენტის თანხმობა არ სჭირდება. სასამართლოს შენიშვნით, მთავრობას მსგავსი ფუნდამენტური უფლებების შესაზღუდად პარლამენტის თანხმობა სჭირდებოდა.

 

პირველი კარანტინი ესპანეთში 2020 წლის 14 მარტს გამოცხადდა, მთავრობის მიერ დამტკიცებული შეზღუდვები მოიცავდა მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზეზით  სახლის დატოვებას, ყველა ბიზნესი, გარდა აუცილებელი პროდუქტის მიმწოდებლებისა, დახურული იყო. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმა 600 ევროს შეადგენდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner