logo_geo
eng_logo
ზაზა გახელაძის დედა: იმედი მაქვს, ჩემ დღეში აღარავინ აღმოჩნდება
- +

16 ივლისი. 2021. 11:48

 

 

„დასრულდა ჩვენი კოშმარი, გაუსაძლისი ყოფა“, - ამის შესახებ ზაზა გახელაძის დედამ, ნანა ბუნტურმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ძალიან ბედნიერი ვარ, ერთი წლის შემდეგ დამიბრუნდა ჩემი შვილი. მადლობა პატრიარქს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, თქვენ - ჟურნალისტებს. ბედნიერი, ვარ, რომ დღეს ჩემი შვილი ჩემ გვერდითაა. იმედი მაქვს, არავინ აღარ იქნება ჩემ დღეში. იმ დღეს მის გათავისუფლებას არ ველოდით, თუმცა პატრიარქის ჩართულობის შემდეგ, იმედი უფრო გვქონდა“, - განაცხადა ზაზა გახელაძის დედამ.

 

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

 

ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 14 ივლისს გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართული იყო კათოლოკის-პატრიარქი ილია მეორე, ასევე მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner