ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამოგზაუროდ ვაქცინაციის სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ უნდა იყოს.
ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ აცრა არ უნდა იყოს ერთადერთი წინაპირობა, რომ ადამიანმა მოგზაურობა შეძლოს, რადგან ვაქცინებთან წვდომა, პლანეტის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს. ჯანმოში, ასევე, აცხადებენ, რომ სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულება უთანასწორობას აღრმავებს და გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს.