ამ წუთებში გურამ ფალავანდიშვილის საცხოვრებელ სახლსა და ოფისებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველები იმყოფებიან ასევე „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლში.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ასევე ტარდება „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული კონსტანტინე მორგოშიას სახლში.