logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების გაუქმება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ყველანაირ რეგულაციაზე შეგვიძლია უარი ვთქვათ
- +

16 ივლისი. 2021. 12:28

 

 

„შეზღუდვების გაუქმება მიმართულია ეკონომიკის აღდგენისა და ბიზნესის გაცოცხლების მცდელობისკენ და იმისკენ, რომ მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ყველანაირ რეგულაციაზე შეგვიძლია უარი ვთქვათ“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით ბოლო პერიოდში, ინფიცირების შემთხვევები მკაფიოდ იზრდება.

 

„ბოლო 1 კვირის განმავლობაში შემთხვევების სერიოზული ზრდა აღინიშნებოდა. ზოგიერთი ნახტომისებურ ზრდაზეც მეტყველებდა.

 

„მოსახლეობამ შეზღუდვების გაუქმება აღიქვა, როგორც ერთგვარი სიგნალი, რომ ყველაფერზე შესაძლოა უარი ითქვას. სწორედ ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას მოსახლეობამ. შეზღუდვების გაუქმება, რომელიც მიმართულია ეკონომიკის აღდგენისა და ბიზნესის გაცოცხლების მცდელობისკენ და იმისკენ, რომ მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, არ უნდა იქნეს აღქმული ისე, რომ ყველანაირ რეგულაციებზე შეგვიძლია უარი ვთქვათ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner