logo_geo
eng_logo
ზაზა გახელაძე: როცა გავიგე, რომ პატრიარქი იყო ჩართული, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ გამანთავისუფლებდნენ
- +

16 ივლისი. 2021. 12:41

 

 

ზაზა გახელაძე, რომელსაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა და რომელიც ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა, დაკავების დღეს იხსენებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა.

 

„მე და ჩემი ოჯახი სოკოს საკრეფად ვიყავით წასულები, თოფი მქონდა ახალი ნაყიდი. ტყეში მივდიოდით და ჩემი ძაღლიც გავიყოლე. კრეფის პროცესში ვიყავი, უკნიდან რომ დამიძახეს რუსებმა. მივტრიალდი, როცა დავინახე, რომ იარაღს მიმიზნებდნენ, გავიქეცი ტყეში. ამის შემდეგ, პირდაპირ სროლა დამიწყეს. დავიჭერი. ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ გადმოსულები, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე. დაარღვიეს ყველაფერი, რაც შეიძლება დაარღვიო. პირდაპირ სროლა დამიწყეს. როცა უკვე მივხვდი, რომ განწირული ვიყავი, მართალია, მოშორებით იყო ჩემი მეგობარი, ერთი ჰაერში გავისროლე, რომ ის მაინც გამეფრთხილებინა და გადამერჩინა. ბოლოს, როცა გავიგე, რომ პატრიარქი იყო ჩართული, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ძალიან მალე მოხდებოდა. პატრიარქმა, მისმა სიტყვამ და წერილმა უფრო დააჩქარა ეს ყველაფერი. ყველას მადლობა, ვინც საქმე გააკეთა, თუნდაც სიტყვით, საქმითა და ჩემი ოჯახის გვერდით დგომით. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პატრიარქს, ჩვენს ირაკლი ღარიბაშვილს, მადლობა ყველას“, - ამბობს ზაზა გახელაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner