„გარკვეული ძალები საზოგადოებას ამზადებენ, თითქოს საგარეჯოს არჩევნების მსგავსად საპარლამენტო არჩევნებიც გაყალბდება", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას. როგორც ძაბირაძე „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, გარკვეული ძალები საზოგადოების ზომბირებას ცდილობენ.
„როდესაც გაყალბებებზეა ლაპარაკი, ძალიან მარტივია გარკვევა, შეესაბამებოდა თუ არა საგარეჯოში მომხდარი კანონს. ამაში არაფერი პრობლემა არაა. თუ კანონს შეესაბამებოდა ის ქმედებები, ე.ი. ის გაყალბებული არ არის. ხოლო თუკი კანონი არ მოგვწონს, ეს სხვა თემაა. მაგრამ, პრობლემას ამაში ვერ ვხედავ. პრობლემა ისაა, რომ ამ ყველაფერმა სხვა ხასიათი მიიღო. გარკვეული ძალები საზოგადოებას ამზადებენ, რომ თითქოს საგარეჯოს არჩევნების მსგავსად საპარლამენტო არჩევნებიც გაყალბდება. საზოგადოების ზომბირება ხდება ამ იდეით", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.