logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: რუსი დეპუტატების უმრავლესობა საქართველოსთვის სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერს
- +

21 ივლისი. 2016. 16:18


პარტია „თამაზ მეჭიაური -  ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი, პარლამენტარი თამაზ მეჭიაური „რეპორტიორთან"  რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით საუბრობს.


როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის „ბორჯომის" იმპორტი.

რუსეთში მყოფი თამაზ მეჭიაურის განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნა დეპუტატ იან ზელინსკის მიერ იყო ინიცირებული, მეჭიაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს რუსეთისგან მსგავსი სანქციები არ ემუქრება.



„რუსეთში დეპუტატების უმრავლესობა ქალაქგარეთაა გასული. ჩემს მასპინძლებთან, ვისთანაც მოვახერხე დაკავშირება, მათ გადაამოწმეს ინფორმაცია.

საქართველოსთვის ღვინოზე და „ბორჯომზე"  სანქციის დაწესების  მოთხოვნა დეპუტატ იან ზელინსკის მიერ არის ინიცირებული.

რუსეთში ხვდებიან, რომ საქართველოს ეს ნაბიჯი იყო პროვოკაციული, შეუერთდნენ იმ ქვეყნებს, რომლებმაც სანქციები დაუწესეს ყირიმს და სევასტოპოლს.

რუსეთი არ აჰყვა ამ პროვოკაციას. სექტემბრამდე ვერ მოხდება ამ საკითხის განხილვა და არც საგანგებო სხდომის ჩატარებას არ აპირებენ. როგორც ვიცი, დეპუტატების უმრავლესობა ამ წინადადებას მხარს არ დაუჭერს.

ვფიქრობ, ესაა გონივრული გადაწყვეტილება და თავიდან ავიცილებთ საქართველო-რუსეთის დაპირისპირების უფრო მკვეთრ ფაზაში გადასვლას",- განაცხადა მეჭიაურმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner