„ავღანეთში „როიტერის“ფოტოჟურნალისტი და პულიცერის პრემიის გამარჯვებული დანიშ სიდიკი მოკლეს“, - ინფორმაციას TOLONews ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჟურნალისტი ავღანეთის სპინ ბოლდაკის რაიონში შეტაკებების დროს დაიღუპა.
ინდოელი ფოტორეპორტიორი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყანდაარში იმყოფებოდა და უცხოური ჯარების გაყვანის შემდეგ ავღანეთში შექმნილ უსაფრთხოების კრიზისს აშუქებდა.
დანიშ სიდიკი პულიცერის პრემიის გამარჯვებული 2018 წელს გახდა.