logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: პარტნიორები ბუნებრივად არიან დაინტერესებულები, რომ ყველა ინსტიტუტი განვითარდეს, მათი რეკომენდაციები გასაგებია
- +

16 ივლისი. 2021. 12:52

 

 

„ჩვენი პარტნიორები ბუნებრივად არიან დაინტერესებულები, რომ ყველა ინსტიტუტი განვითარდეს. მათი რეკომენდაციები გასაგებია,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე უგულებელყოფს 19 აპრილის შეთანხმებას, რადგან დოკუმენტზე ხელს დღემდე არ აწერს.

 

„მინდა, ოპოზიციას შევახსენო, დასავლელმა პარტნიორებმა არაერთხელ მოუწოდეს და შეშფოთება გამოხატეს, რომ სამწუხაროდ, პარლამენტში თავის ფუნქციას არ ასრულებდა ოპოზიცია. სხვათა შორის, 19 აპრილის შეთანხმებას „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე არ აწერს ხელს და ჩვენი პარტნიორების მოწოდებას დღემდე უგულებელყოფენ. ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე თანმიმდევრულად მივყვებით როგორც მართლმსაჯულების განვითარებას, ასევე 19 აპრილის შეთანხმებას. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც აქვს კონსტიტუცია, პარლამენტი და კონსტიტუციური ორგანოების წინაშე ვალდებულება გვაქვს, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, მათ შორის სასამართლო სისტემა დავაკომპლექტოთ. დარწმუნებული ვარ, დასავლელი პარტნიორები არ არიან დაინტერესებული, რომ საქართველო-ამერიკისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას რამე სახის ზიანი მიადგეს. უბრალოდ, საუბარია, რომ ჩვენი მხრიდან ახსნილი იქნება ის თანმიმდევრობა, რითაც ამ შეთანხმებას მივყვებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner