logo_geo
eng_logo
უკრაინას ახალი შს მინისტრი ჰყავს
- +

16 ივლისი. 2021. 14:21

 

 

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრად „ხალხის მსახურის" დეპუტატი, 41 წლის დენის მონასტირსკი დანიშნა.

 

მის კანდიდატურას 271-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 

თავის გამოსვლაში მონასტირსკიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გუნდის წევრია და მას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ახალი მინისტრის თქმით, მისი მთავარი მიზნები ორგანიზებული დანაშაულის და ე.წ. კანონიერი ქურდებთან წინააღმდეგ ბრძოლა, პოლიციას, საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობების დამყარება, საგზაო უსაფრთხოება, ნარკოტიკებთან ბრძოლა და საზღვრების დაცვა იქნება.

 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დენის მონასტირსკი არსენ ავაკოვს შეცვლის, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება 13 ივლისს დაწერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner