logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: საქართველოში პედიატრიული საწოლების პრაქტიკულად 100% ათვისებულია
- +

16 ივლისი. 2021. 14:37

 

 

„მეორე ტალღასთან შედარებით, როდესდაც ნაკლები იყო საავადმყოფოში დაწვენის აუცილებლობა, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ახლა ძალიან ბევრი ბავშვი საჭირობს ჰოსპიტალიზაციას,“ - ამის შესახებ იაშვილის ცენტრალური საავადამყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

 

მისი განმარტებით, სწორედ ამან განაპირობა პედიატრიული საწოლების პრაქტიკულად 100%-ით ათვისება.

 

„ამის გამო საჭირო გახდა დამატებით გამოყოფილიყო საწოლები ბავშვებისთვის. მიმდინარეობის თავისებურების მიხედვით, ბავშვებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს და უფრო ხშირად ხდება აუცილებელი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

ცოტა ხნის წინ, ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცრებული 3 კვირის ჩვილი გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner