დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ლგბტ პრაიდის კონტრაქციაში მონაწილეობდა, გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. სასულიერო პირი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატთან ერთად მივიდა.
დეკანოზი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მისი ადვოკატი, ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ დეკანოზის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ადგილი არ ჰქონია.