logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: რეგულაციების შემსუბუქება ვიჩქარეთ
- +

16 ივლისი. 2021. 14:56

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მხოლოდ მათრახი და შოლტი არ მუშაობს, რადგან მოქალაქეების პასუხისმგებლობაა საჭირო იმისთვის, რომ ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელება არ მოხდეს.

 

როგორც ვებინარზე გამყრელიძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, მხოლოდ იმუნიზაციის პროცესი შეაჩერებს ინფიცირების მზარდ სტატისტიკას და პანდემიას.

 

„უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, მარტო მათრახი და შოლტი არ მუშაობს. მოვუწოდებ მშობლებს, რომ აიცრან რათა პატარებს არ მიუტანონ ვირუსი. სტუდენტებს და ლექტორებსაც მოვუწოდე. სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა იყოს მაღალი, რომ ერთმანეთს არ გადავდოთ ვირუსი. მხოლოდ აცრა შეაჩერებს პანდემიას ამ ქვეყანაში“, - აცხადებს გამყრელიძე.

 

ამირან გამყრელიძემ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგულაციების მოხსნა დაჩქარებული წესით მოხდა.

 

„სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ რეგულაციების შემსუბუქება. სამედიცინო მხარე უფრო მკაცრები ვართ, ვიდრე ეკონომიკური. გვესმის, რომ ეს ეკონომიკურად საჭირო და მნიშვნელოვანი იყო. შეზღუდვების მოხსნას მთელი რიგი მიმართულებით იყო დაჩქარებული“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

 

ამასთან, გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, რომ აიცრან იმ ვაქცინებით, რომელიც ქვეყანაშია შემოტანილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner