logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: სამედიცინო სფეროში დასაქმებული 65 ათასი ადამიანიდან აცრილი მხოლოდ 12 ათასია
- +

16 ივლისი. 2021. 15:25

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო სფეროში დასაქმებული 65 ათასი ადამიანიდან აცრილი მხოლოდ 12 ათასია. როგორც მან აღნიშნა, ამ 12 ათასიდან ყველაზე მეტი, 50% ექიმია.

 

„როცა იმუნიზაციის გეგმა მზადდებოდა, ჩვენ გვქონდა 65 ათასი ადამიანის პერსონალური სია, ვინც სამედიცინო სექტორშია დასაქმებული. ესენი არ არიან მხოლოდ ექიმები, ესენი არიან ექიმები, ექთნები, უმცროსი და დამხმარე სამედიცინო პერსონალი. იქიდან დღეს დაახლოებით 12 ათასამდე ადამიანია აცრილი. ამ 12 ათასში ყველაზე მეტი 50% კი ექიმი. ზოგადად ქვეყანაში 18 ათასი ექიმია, საიდანაც 30%-ია აცრილი, ანუ 6-იდან 7 ათასამადე. სამედიცინო პერსონალმა პანდემიის დროს ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო. თუ ჩვენთან, მოსახლოებაში, საერთო ინფიცირება 7%-ია, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება 33%-ია, ანუ 65 ათასი ადამიანიდან ინფიცირებულია 33%“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სამედიცინო პერსონალი უფრო აქტიური იქნება აცრების დროს.

 

„ზოგადად სამედიცინო პერსონალის აცრა მოსახლეობასთან მიმართებით 2-ჯერ მეტია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ამასთან, ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრა კოვიდგადატანილი პირების ვაქცინაციის შესახებ.

 

„ჩვენთან მოგეხსენებათ ვაქცინაცია ინფიცირების შემთხვევაში 120 დღის შემდეგ არის დაშვებული. ახალი ინიციატივაა, იმუნიზაციის საბჭოზე იხილება, რომ ეს 120 დღე შემცირდეს. მოგეხსენებათ, რიგ ქვეყნებში სხვადასხვაგვარადაა 30-იდან-90 დღემდე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner