logo_geo
eng_logo
საქართველოს ვლადიმერ ზელენსკი და მაია სანდუ ეწვევიან
- +

16 ივლისი. 2021. 15:36

 

 

საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ვლადიმერ ზელენსკი და მაია სანდუ ეწვევიან.

 

ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 19 ივლისს ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთობლივ შეხვედრას გამართავს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან.

 

შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

 

შარლ მიშელი, ვლადიმერ ზელენსკი და მაია სანდუ 19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ. კონფერენციის მთავარი თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის "ასოცირებული ტრიოს" ფარგლებში შეთანხმება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner