logo_geo
eng_logo
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: რეგიონში ბავშვთა მომართვიანობა მომატებული არ არის
- +

16 ივლისი. 2021. 17:40

 

 

„ჩვენს რეგიონში ბავშვთა მომართვიანობა ნამდვილად არ არის მომატებული“, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარეაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, პედიატრიულ განყოფილებაში საწოლების დამატებითი მობილიზება საჭირო არ გამხდარა.

 

„სულ 60-ამდე საწოლია მობილიზებული და დილის მონაცემებით, მხოლოდ 15 პაციენტი იყო ჰოსპიტალში. ზოგადად რეგიონში ინფიცირებულების რაოდენობა იმატებს, მაგრამ ეს ძირითადად გახლავთ ზრდასრული ასაკის ადამიანები. შესაძლოა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდეს, თუ პრევენციულ ღონისძიებებს სათანადოდ არ გავატარებთ“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეგიონში.

 

მისი თქმით, ინტერესი ვაქცინაციისადმი იზრდება, თუმცა არა საკმარისად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner