logo_geo
eng_logo
დასავლეთ ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 120-ს გადააჭარბა
- +

16 ივლისი. 2021. 18:11

 

 

„დასავლეთ ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 120-ს გადააჭარბა, დაკარგულია ასობით ადამიანი,“ - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, 100-ზე მეტი ადამიანი გერმანიაში, 22 - კი ბელგიაში დაიღუპა. სტიქია მძვინვარებს ნიდერლანდებში, ლუქსემბურგსა და შვეიცარიაშიც.

 

გერმანიაში განსაკუთრებით დაზარალდა რეინი-ვესტფალიისა და რეინლანდ-პფალცის რეგიონები.

 

მედიის ინფორმაციით, გერმანიაში, რეინლანდ-პფალცის რეგიონის არვაილის რაიონში კონტაქტის დამყარება 1 300-ზე მეტ ადამიანთან ვერ ხერხდება.

 

ქვეყანაში სამაშველო-სამძებრო ოპერაციაში 15 000-მდე პოლიციელი, ჯარისკაცი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელია ჩართული. სახლების სახურავებზე ჩარჩენილი მოქალაქეები ვერტმფრენების საშუალებით ჩამოჰყავთ, გზებს კი წაქცეული ხეებისა და ნარჩენებისგან ტანკების დახმარებით წმენდენ.

 

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე,  გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მომხდარის გამო „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა და დაზარალებულებს მთავრობისგან დახმარებას დაჰპირდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner