logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: ჩვენსა და ამერიკას შორის გადაულახავი წინააღმდეგობები არ არსებობს
- +

16 ივლისი. 2021. 18:16

 

 

„სტრატეგიულ პარტნიორობაში ყოველთვის არის საკითხი, რომლებზეც ყველა მჭიდრო მოკავშირეებსაც კი აქვთ განსხვავებული მიდგომები. მე ახლა გავაკეთე პრეზიდენტ ბაიდენის ფრაზის ციტირება, რომელიც მან დღეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს უთხრა“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ცხადად გამოჩნდა, რომ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს გვაქვს განსხვავებული ინტერპრეტაცია 19 აპრილის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაზე, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების დანიშვნის წესთან და პროცედურასთან. ჩვენი პოზიცია ცხადად იქნა ჩამოყალიბებული ჩვენს განცხადებაში პარტიის თავმჯდომარისა და იმ ლიდერების სახელით, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ 19 აპრილის წინარე მოლაპარაკებებში. ვფიქრობ, რომ ჩვენსა და ამერიკას შორის გადაულახავი წინააღმდეგობები არ არსებობს, საუბარი ამ და სხვა საკითხებზე და იმედია მივალთ საერთო აზრამდე“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner