„ერთი არის ყველასთვის ცხადი და გასაგები, 19 აპრილის ხელშეკრულება დაიდო მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, მაგრამ საუბედუროდ ამ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა ყველაზე მრავალრიცხოვანმა პარტიამ,“ - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა, შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.
„რომ დაითვალოთ დღეს, პარლამენტის წევრებს შორის, ოპოზიციის ნახევარზე მეტი არ არის მიერთებული 19 აპრილის შეთანხმებას. შესაბამისად, შეთანხმება შეიძლება დაცული იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მის პრინციპებზე ყველა თანხმდება.
წარმოუდგენელი აბსურდია - ცალი მხრიდან სრულდებოდეს ეს შეთანხმება და მეორე მხრიდან არა. ეს არის პოლიტიკური არგუმენტი. რაც შეეხება სამართლებრივ არგუმენტს, ჩვენ გვაქვს პასუხები, დაახლოებით 11 ძირითად პუნქტზე, რომელიც შესულია შარლ მიშელის დოკუმენტში და ვფიქრობ, რომ ჩვენი სამართლებრივი პოზიციები ამ შეთანხმებაში საკმაოდ მყარია“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.