logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: „ქართული ოცნება“ ყოველთვის ემსახურებოდა სახელმწიფო ინტერესებს, სწორედ ამიტომ ანდო მესამე ვადით 1 000 000-მა ამომრჩეველმა ხელისუფლება“
- +

16 ივლისი. 2021. 18:45

 

 

„ქართული ოცნება“ ყოველთვის ემსახურებოდა სახელმწიფო ინტერესებს, იცავს თითოეული მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებას მიუხედავად განსხვავებისა, სწორედ ამიტომ ანდო მესამე ვადით 1 000 000 ამომრჩეველმა ხელისუფლება“, – წერს ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

 

„2012 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილის ავტოკრატიულ რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ” ძალიან ბევრი რამე გააკეთა და ალბათ კიდევ მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა. ეს პოლიტიკური ძალა ყოველთვის ემსახურებოდა სახელმწიფო ინტერესებს, იცავს თითოეული მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებას მიუხედავად განსხვავებისა, სწორედ ამიტომ ანდო მესამე ვადით 1 000 000 ამომრჩეველმა ხელისუფლება, დიახ „მისი აღმატებულება ამომრჩეველი” უმრავლესობით წყვეტს ვინ უნდა მართოს საქართველო. ძალიან სამწუხაროა რომ მამულის, ენისა და სარწმუნოების დამცველ ხელისუფლებას ამ ბოლო დროს ძალიან მოუმრავლდენენ საშინაო და საგარეო მტრები, მაგრამ ასევე ძალიან მოუმრავლდნენ მეგობრები და მხარდამჭერები. ეს ქვეყანა ჩვენია, საქართველოს მოქალაქეების და ჩვენ თავად გადავწყვეტთ სამშობლოს ბედს და მომავალს, მადლობა ყველას მეგობრობისთვის, მტრებს ერთად დავამარცხებთ, ასე იყო 3000 წლოვანი სახელმწიფოებრიობის და 2000 წლოვანი ქრისტიანობის მანძილზე, ყველამ იცოდეთ ასე იყო და მუდამ იქნება!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე „ფეისბუქზე“ გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner