logo_geo
eng_logo
საქართველოში თურქეთის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
- +

21 ივლისი. 2016. 16:47


თურქეთში, 15 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე საქართველოში თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ინფორმაციას ავრცელებს.


 

„15 ივლისს, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა თურქეთის სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებით ანკარასა და სტამბოლში.

მცირე ხნის შემდეგ გაირკვა, რომ ეს ტერორისტული კამპანია იყო. დამნაშავეები საკუთარ ხალხს ესროდნენ, თავიანთი მეთაურები ზურგში დაჭრეს და დაბომბეს ეროვნული პარლამენტისა და პრეზიდენტის რეზიდენციის შენობები.

თურქმა ხალხმა ეს გეგმა ჩაშალა. ისინი ქუჩებში გამოვიდნენ და ისტორიული სოლიდარობა გამოხატეს, გაბედულად იდგნენ ტანკების წინაშე და თავიანთ დემოკრატიულ უფლებებს იცავდნენ.

სახელმწიფო ტელევიზიის (TRT) სტუდიებისა და კერძო მედიასაშუალებების დარბევის გზით, ტერორისტები ცდილობდნენ, თავიანთი განზრახვა ეთერში გაეჟღერებინათ.

მიუხედავად ამისა, შეთქმულების მონაწილეთა მცდელობამ, გაეკონტროლებინათ მედია, დიდხანს არ გასტანა.

აღსანიშნავია, რომ თურქულმა მედიამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გადატრიალების მცდელობის აღკვეთაში.

მთელი პროცესის განმავლობაში, ყველა პოლიტიკური პარტია, თურქეთის დიდი ეროვნული კრების  წევრები და მოსახლეობა მტკიცედ იცავდა დემოკრატიას, დემოკრატიულ პოლიტიკას, დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და კონსტიტუციას.  

16 ივლისს,  გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომაზე დემოკრატიის დაცვასთან დაკავშირებით ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.

ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციების შედეგად, ამ დრომდე გადატრიალების მცდელობის 6000-ზე მეტი მონაწილე უკვე დაკავებულია, ხოლო 100-ზე მეტი მოკლულია. ოპერაციები გრძელდება.

სამწუხაროდ, დაიღუპა 190-ზე მეტი თურქი მოქალაქე და 1400-ზე მეტი დაიჭრა.

გადატრიალების მცდელობაში ჩართული რვაკაციანი ჯგუფი საბერძნეთში მათ მიერ მოპარული ვერტმფრენით გაიქცა. ეჭვმიტანილებისა და ვერტმფრენის დაბრუნებასთან დაკავშირებით საჭირო ნაბიჯები გადაიდგა.

 

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ფეთჰულა გიულენის ტერორისტულმა ორგანიზაციამ (Feto) შეიმუშავა. ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ააშკარავებდა ამ ტერორისტული ჯგუფისა და მისი ლიდერის, ფეთჰულა გიულენის რეალურ მოტივებს მის ყველა მოკავშირესა და პარტნიორთან.  

არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალება Feto-ს მიერ გამოვლენილი ბოლოდროინდელი დანაშაულებრივი ქმედებაა.

ჩვენმა პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ, თურქეთის დიდი ეროვნული კრების  წევრებმა და თურქმა ხალხმა, ყველამ ერთად დაამარცხა ამ გადატრიალების მცდელობა და დაიცვა დემოკრატია და კანონის უზენაესობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner