logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად გამტარებელია, იმ ურთულესი საგარეო თუ საშინაო წნეხისა და ზეწოლის გარემოცვაში უამრავი გარე და შიდა ღალატისა და საბოტაჟის პირობებში
- +

16 ივლისი. 2021. 19:26

 

 

“„ქართულ ოცნებას“ 9 წლის განმავლობაში უწევს სახელმწიფოს წინამძღოლობა. მიუხედავად ამისა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მან მაინც შეინარჩუნა სახელმწიფოებრივად აზროვნების უნარი, რათა ემოქმედა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე”, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

 

მისი თქმით, მიუხედავად უამრავი სირთულეებისა თუ დაშვებული შეცდომებისა, ის ცდილობს მაქსიმალურად გულწრფელი და ერთგული იყოს ამ ქვეყნის ტრადიციული სულისკვეთებისადმი და სწორედ ამიტომ არის მესამე ვადით ხელისუფლებაში.

 

„ორი რამ არის რთულზე რთული - გაუთავებელი შტორმის დროს, მღელვარე ზღვაში, შენი გემი ჩაძირვას გადაარჩინო და შეუნარჩუნო მას სწორი გეზი. და მეორე - სასოწარკვეთილებაში, პანიკაში, მავნებლობაში გადასულ ეკიპაჟის ზოგიერთ წევრს გაუმკლავდე, გაანეიტრალო ისინი და შენი გასაკეთებელი საქმე გააკეთო. და ყოველივე ეს - გემის კაპიტანში რწმენადაკარგული, თვითგადარჩენის რეჟიმში გადასული უამრავი ვირთხების ფონზე.

 

„ქართულ ოცნებას“ 9 წლის განმავლობაში სწორედ ამ გარემოებებში უწევს ამ სახელმწიფოს წინამძღოლობა უამრავი გარე და შიდა ღალატისა და საბოტაჟის პირობებში. მიუხედავად ამისა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მან მაინც შეინარჩუნა სახელმწიფოებრივად აზროვნების უნარი, რათა ემოქმედა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად უამრავი სირთულეებისა თუ დაშვებული შეცდომებისა, ის ცდილობს მაქსიმალურად გულწრფელი და ერთგული იყოს ამ ქვეყნის ტრადიციული სულისკვეთებისადმი და სწორედ ამიტომ არის მესამე ვადით ხელისუფლებაში.

 

ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად გამტარებელია, იმ ურთულესი საგარეო თუ საშინაო წნეხისა და ზეწოლის გარემოცვაში, რომლის თვითმხილველნიც ვართ ლამის ყოველდღიურად. ეს არის ძალა, რომელიც დაცლილია ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგიდან და უარს ამბობს - კორპორაციული ინტერესების გამო, ამ ქვეყნის და მისი ტრადიციების, ამ სახელმწიფოსი და მისი ევროპული გეზის, ჩვენი დედა/ეკლესიის და საქართველოში მრავალი საუკუნის განმავლობაში მრავალეთნიკური და მულტიკონფესიური ინტერესების ხელყოფაზე და იმ უნიკალური სინერგიის დარღვევაზე, რაც ჩვენი საერთო წინაპრების უძვირფასესი დანატოვარია.

 

ეს არის ხელისუფლება, რომელსაც აქცენტი ყოველთვის გადატანილი აქვს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე - განსაკუთრებით დღეს, როდესაც მას ჰიბრიდული ომის პირობებში, მოწინავე ფლანგზე ყოველდღიურად უამრავი შეტევა აქვს მოსაგერიებელი. დღეს - ეს არის მთავარი, და ჩვენი მხარდაჭერის ძირითადი მოტივაციაც ეს უნდა იყოს. არასრულყოფილებაზე თუ უკეთესობაზე მერე ვილაპარაკოთ, არა გაგანია ომის დროს“, - წერს დავით ქართველიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner