logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი აკაკი ბობოხიძეს: როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა სანქციებს რომ ნატრობდე და სხვას მათ დაწესებას სთხოვდე
- +

16 ივლისი. 2021. 19:50

 

 

„ბობოხიძის მოწოდება იმ „ოპერიდან“ არის, ოპოზიციონერები მეილს მეილზე რომ გზავნიდნენ ევროკავშირის ოფისებში, უვიზო რეჟიმი რომ არ მიეღო ქვეყანას და ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი აკაკი ბობოხიძის განცხადებას, რომ მათ უნდა დაარწმუნონ დასავლელი პარტნიორები, რომ სანქციები ყველაზე ეფექტური იქნება საქართველოსთვის.

 

„აკაკი ბობოხიძე რამდენიმე მოწვევის პარლამენტს დეპუტატი რომ იყო, ყოველთვის მიკვირდა. იმიტომ, რომ ვთვლიდი და ვთვლი ინტელექტგამოცლილ პოლტიკოსად. თუმცა, მრავალი მისნაირი გვინახავს პარლამენტში და დიდად აღარ ვაქცევდი მის ყოფნას პარლამენტში ყურადღებას. მაგრამ ახლა ეს სუბიექტი მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს სანქციები დაუწესონ საქართველოს. ბობოხიძის ეს მოწოდება იმ „ოპერიდან“ არის ცნობილი, ოპოზიციონერები მეილს მეილზე რომ გზავნიდნენ ევროკავშირის ოფისებში უვიზო რეჟიმი რომ არ მიეღო საქართველოს და ასოცირების ხელშეკრულება არ გაეფორმებინათ. როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, სანქციებს რომ ნატრობდე და გადამთიელს მათ დაწესებას სთხოვდე“, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner